Friday, March 21, 2014

პროექტი: რკინის ჟანგის პირობების გამოკვლევა
პროექტის აქტუალობა:   რკინას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. სიმაგრისა და სიმტკიცის გამო  რკინა  შენადნობების სახით გამოიყენება ნაგებობების, ხიდების , მანქანების მშენებლობაში, მაგრამ ის ადვილად განიცდის კოროზიას. მსი კოროზიის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ვიცოდეთ რა გარემო პირობები  განაპირობებს ამ პროცესს.
პროექტის მიზანი:გამოვიკვლიოთ რა პირობებში ჩქარდება რკინის კოროზია. გამოვიკვლიოთ რა პირობებში ნელდება რკინის კოროზია.
მოსწავლეთა ასაკი: 13 წელი.
ხანგრძლივობა: 1 თვე.
მოსალოდნელი შედეგი:მოსწავლეები დაადგენენ  რა პირობებია საჭირო რკინის კოროზიის შესანელებლად.
პროექტითვის საჭირო რესურსები:ქიმიური  ჭიქები,რკინის ლურსმნები,  პოლიეთილენის პაკეტები, სპილენძის მავთული,სუფრის მარილი,თუთიის ნაჭერი,ფოტო აპარატი, კომპიუტერი,პროექტორი.
პროექტის მსვლელობა: 4 ჯგუფის შექმნა. ჯგუუფში ფუნქციების განაწილება. ყოველიწევრი ატარებს მისთვის დავალებლ ექსპერიმენტს. ერთი კვირის  განმავლობაში აკვირდება და უღებს სურათს. 3-4 დღის შემდეგ  ისევ აკვირდება და უღებს სურათებს, ყოველი ჯგუფი მოახდენს ექსპერიმენტის შედეგების ანალიზს და პრეზენტაციას.
პროექტის ხელმძღვანელი: სვეტლანა მღებრიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: sveta.mgebrishvili@gmail.com